ახალი ამბები
სოხუმის ცნობილი საათი ისევ შესაკეთებლად წაიღეს
სოხუმის ცნობილი საათი მწყობრიდან გამოვიდა. ქალაქის "ადმინისტრაციის" პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მის შეკეთებას რამდენიმე დღე დასჭირდება, წერს "აფსნიპრესი".

ბოლოს საათს რეკონსტრუქცია 2018 წლის ივნისში ჩაუტარდა. 2017 წელს, ძლიერი ქარის გამო, საათის ძველი კარკასი დაზიანდა და ის ახალი, რკინის კარკასით ჩაანაცვლეს. ასევე გამოცვალეს ციფერბლატი, რის შემდეგაც, ის ძველ ადგილზე დააბრუნეს და მექანიზმიც აამუშავეს.

თავად შენობა, რომლის კოშკშიც საათია განთავსებული, 1914 წელს არქიტექტორმა ვენიამინ ოსტროვიდოვმა, თამბაქოს მრეწველის სტეფან სტეფანიდის ფულით ააშენა. 

კოშკის საათი ქალაქს საჩუქრად 1950 წელს იოსებ სტალინმა გადასცა.


ფოტო: დანიილ ოტირბა
Print