ახალი ამბები
სამეგრელოზე მომზადებული ვიდეო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონკურსში საუკეთესოდ დასახელდა (ვიდეო)
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) კონკურსში სამეგრელოზე მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი "The Grand Tour of Samegrelo" რჩეულთა შორის დასახელდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. საპრომოციო ვიდეორგოლი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ხუთეულში შევიდა.
ვიდეო USAID/Georgia (The USAID Economic Security Program) დახმარებითა და სამეგრელოს დანიშნულების მართვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით შეიქმნა.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) – გაეროს სპეციალიზებული ორგანოა, რომელიც არის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია ტურიზმის სფეროში. იგი ხელს უწყობს პასუხისმგებლიანი, მდგრადი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ტურიზმის განვითარებას. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ცდილობს ტურიზმის როლის წარმოჩენას ეკონომიკური ზრდის, ინკლუზიური განვითარების და გარემოს დაცვის მიმართულებით. გარდა ამისა, მსოფლიოს მასშტაბით სთავაზობს ლიდერობასა და მხარდაჭერას ცოდნის სრულყოფისა და ტურიზმის პოლიტიკის ჩამოყალიბების საკითხებში.
Print