ახალი ამბები
მიტროპოლიტი სტეფანე: „მწვანე პასპორტი“ გახდება ჩიპი, ანტიქრისტეს ბეჭედი არის სწორედ ჩიპი
ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე თვლის, რომ კორონავირუსი ხელოვნურად გავრცელებული ავადმყოფობაა, მსოფლიოში მიდის მასობრივი კონტროლი და მალე მწვანე პასპორტს „ჩიპიზაცია“ შეცვლის. ის მრევლს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ აცრის გაკეთება არ ღირს, რადგან ბინძური სუნი სდის.

" მწვანე პასპორტის მონაცემები ნიშნავს, რომ საბოლოოდ ეს ყველაფერი გახდება ჩიპი და როგორც დღეს გვეუბნებიან, რომ ნებაყოფლობითია აცრა, ჩიპიც იქნება ნებაყოფლობითი... ხელზე და შუბლზე კეთდება რაღაც ისეთი ანტიქრისტეს ბეჭედი, რაც არის წმინდა წერილში დაწერილი... მე ვეუბნები ხალხს, რომ არ ღირს ეს აცრა, რადგან ბინძური სუნი სდის და ადამიანი აღმოჩნდება ვიღაცის ექსპერიმენტის საგანი... ყველამ ვიცით, რომ ეს ექსპერიმენტია... მომავალში უფრო მძიმეს შემოაგდებენ, ესე გარდაუვალია. ძირითადად მიდის უფლებების შეზღუდვა თავისუფლებების ხარჯზე. ყველა ადამიანი აღმოჩნდება ტოტალური კონტროლის ქვეშ და ეს ანტიქრისტეს ბეჭედი არის სწორედ ჩიპი", - თქვა მიტროპოლიტმა აბაშის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

ეპარქიის მმართველი კორონავირუსთან დაკავშირებულ სტატისტიკასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მონაცემებს ხელოვნურად ზრდიან.
Print