ახალი ამბები
წაჩხურუს მთაზე ხანძარია
მარტვილის მუნიციპალიტეტში, წაჩხურუს მთაზე ხანძარია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია, თუმცა მოსახლეობამდე გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ამ ეტაპზე ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მოსახლეობაა მობილიზებული და მათი ნაწილი ხანძრის კერამდე მისვლას ცდილობს.
Print