ახალი ამბები
ქარის გამო ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დროებით დაიკეტა
ძლიერი ქარის გამო, უსაფრთოხების დაცვის მიზნით, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დაიკეტა. ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეზღუდვა 16 დეკემბრამდე იმოქმედებს.

ინფორმაციისთვის, 13-15 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. სინოპტიკოსები დროგამოშვებით ძლიერ ქარსაც პროგნოზირებენ.

Print