ახალი ამბები
ზუგდიდში, აფთიაქში მანქანა შევარდა
ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე ერთ-ერთ აფთიაქში მანქანა შევარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლი ავტომობილს აპარკინგებდა, თუმცა დამუხრუჭება ვერ მოახერხა. მძღოლის თქმით, ის შეუძლოდ გახდა და ამიტომ უნდოდა აფთიაქში მედიკამენტის საყიდლად შესვლა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, სამაშველო სამსახური და პოლიციაა მობილიზებული.
Print