რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 231 მოქალაქეს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 278 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 890 პირი, ხოლო 53 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი შემთხვევებიდან, თბილისში 1 444 დაფიქსირდა, აჭარა - 189, იმერეთი - 472, ქვემო ქართლი - 175, შიდა ქართლი - 286, გურია - 81, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 231, კახეთი - 188, მცხეთა-მთიანეთი - 86, სამცხე-ჯავახეთი - 103, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 40 299, საიდანაც 5 887 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 323 პირი. თვითიზოლაციის პერიოდს კი 36 404 მოქალაქე გადის.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 898 079-ს.

Print