ახალი ამბები
ზუგდიდში უცხო ქვეყნის მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ადვოკატი
ზუგდიდში, სასტუმრო "ლეთოში" მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ რადიო "ათინათს" სალეჰ ალამერის უფლებადამცველმა გიორგი კოდუამ უთხრა. ადვოკატის ინფორმაციით გამოძიება სს კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარს შსს-ში ამ დრომდე არ აკეთებენ. 

არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქე ზუგდიდში არსებული ერთ-ერთი სასტუმროს ადმინისტრაციას ღირსების შელახვასა და ცემაში ადანაშაულებს. თქმით, ის 4 ნოემბერს სასტუმრო "ლეთოს" რესტორნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

სასტუმროს ადმინისტრაციაში ცემის ფაქტს არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ სტუმრის მიმართ ფიზიკური ძალადობა არ მომხდარა.


ამავე თემაზე:

უცხო ქვეყნის მოქალაქე: ზუგდიდში სასტუმროს თანამშრომლებმა მცემეს




Print