ახალი ამბები
ჩხოროწყუს საკრებულოში ჯუმბერ იზორიას კანდიდატურა ჩავარდა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს. ჯუმბერ იზორიას კანდიდატურა, რომელიც საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, ჩავარდა. კენჭისყრაში მონაწილეობას გახარიას პარტიის 7 წევრი და მმართველი პარტიის 12 დეპუტატი იღებდა. იზორიას კანდიდატურას მხარი მხოლოდ 12-მა წევრმა დაუჭირა.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრების თქმით, ისინი მზად არიან შოთა წურწუმიას კანდიდატურა დღესვე კვლავ წამოაყენონ.

კენჭისყრამდე სხდომა დატოვეს ენმ-ის და ლელოს წევრებმა. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.
Print