ახალი ამბები
ზუგდიდში მობილური ტელეფონების მაღაზია გაქურდეს
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მობილური ტელეფონების მაღაზია გაქურდეს.  რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, წაღებულია რამდენიმე მობილური, რომელთა ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 5000 ლარია. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

ჩვენივე ინფორმაციით, დანაშაული, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
Print