ახალი ამბები
წარწერა „მონებო“ - ზუგდიდის მერიამ ანა წითლიძეს სასამართლოში უჩივლა
ზუგდიდის მერიამ პარლამენტის წევრს და „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ოფისის ხელმძღვანელს, ანა წითლიძეს ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის უჩივლა. რაიონული სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროცესი 24 დეკემბერს არის ჩანიშნული.

„ის დღეა ზუგდიდის საკრებულოდან უკანონოდ რომ გამომათრიეს, თითი მომტეხეს და მოტეხილი თითით, “მონებო” დავაწერე. მეორე სასამართლოც ახალ წლამდე მექნება“, -წერს წითლიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ინფორმაციისთვის, 26 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების ნაწილმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა. მანამდე, საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან, რომელზეც 2022 წლის ბიუჯეტი ძველმა შემადგენლობამ დაამტკიცა, პარლამენტის წევრი ანა წითლიძე და საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ძალის გამოყენებით გააძევეს. მათ საპროტესტო წარწერები ადმინისტრაციული შენობის წინ, ტროტუარზე დატოვეს.
Print