ახალი ამბები
თოვლი, ქარი, ყინვა და ზვავსაშიშროება - გარემოს სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო აფრთხილებს. უწყების ცნობით, 21-23 დეკემბერს საქართველოში ნავარაუდევია თოვლი, ძლიერი ქარი, ყინვა და ზვავსაშიშროება.

„მთაში იქნება ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება“, - ვკითხულობთ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 23-26 დეკემბერს კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა, რამაც შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს.
Print