ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 184 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 739 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 072 პირი, ხოლო 52 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი შემთხვევებიდან, თბილისში 1 246 შემთხვევა დაფიქსირდა, აჭარა - 204, იმერეთი - 437, ქვემო ქართლი - 120, შიდა ქართლი - 174, გურია - 99, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 184, კახეთი -147, მცხეთა-მთიანეთი -66, სამცხე-ჯავახეთი - 50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 819, საიდანაც 5 488 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 313 პირი, ხოლო 27 330 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. თვითიზოლაციის პერიოდს კი 34 430 მოქალაქე გადის.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 916 477-ს.

Print