ახალი ამბები
ზუგდიდში კორონავირუსით 60 წლის ქალი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამავე ცნობით, გარდაცვლილი 60 წლის ქალია და ის ზუგდიდის მკვიდრი იყო. პაციენტი მკურნალობის კურსს რუხის კლინიკაში გადიოდა.

დღის განმავლობაში ვირუსისგან 250-მდე პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 350-ზე მეტი პაციენტი კლინიკებში რჩება. 

რეგიონის მასშტაბით საკარანტინე სივრცეში 22 კოვიდინფიცირებული მოქალაქე იმყოფება.
Print