ახალი ამბები
670 დევნილ ოჯახს სოფელში სახლს შეუძენენ - სია
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 670 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.
სააგენტოს ცნობით, დევნილების მოთხოვნისა და საჭიროებების გათვალისწინებით „სოფლად სახლის“ პროექტში ცვლილებები განხორციელდა.

„ცვლილებების თანახმად, ერთსულიანი დევნილი ოჯახისთვის განსაზღვრული თანხა 22 000 ლარს შეადგენს, ხოლო ოჯახის ყოველ შემდგომ წევრზე 3000 ლარი ემატება. მაგალითისთვის, 7-სულიან ოჯახს სააგენტო სახლს, 32 000 ლარის ნაცვლად, 40 000 ლარის ფარგლებში შეუსყიდის

მნიშვნელოვანია რომ „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროცედურისას, საცხოვრებლის ღირებულების დადგენის მიზნით, საექსპერტო დასკვნა აღარ მომზადება, რაც სრულად პასუხობს დევნილთა მოთხოვნას და განსახლების პროცესს რამდენიმე თვით დააჩქარებს“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, შესასყიდი სახლის წარმოდგენისთვის იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, 3 თვის ნაცვლად, 6-თვიანი ვადა ეძლევათ.

დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის

Print