ახალი ამბები
ჩხოროწყუს საკრებულოში შოთა წურწუმიას კანდიდატურას ისევ უყრიან კენჭს
ოპოზიცია ჩხოროწყუს საკრებულოში თავმჯდომარის ასარჩევად ემზადება. კენჭისყრაზე ამ ეტაპისთვის მხოლოდ ერთი კანდიდატურა - შოთა წურწუმია განიხილება, რომელიც პარტია "გახარია-საქართველოსთვის" წევრია. ამ წუთისთვის სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული. 

მანამდე, მცირე სიტყვიერი დაპირისპირება იყო "ქართული ოცნებისა" და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს შორის. მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, ჯუმბერ იზორიამ ოპონენტებს სხდომის გადადებისკენ და მოლაპარაკების გაგრძელებისკენ მოუწოდა. "ქართული ოცნების" კიდევ ერთმა წევრმა ჯანო პერტაიამ კი თქვა, რომ დღევანდელ სხდომაზე ოპოზიცია "პოლიტიკური ქორწილისთვის" ემზადება.

გასულ ხუთშაბათს ჩხოროწყუს საკრებულოში თავმჯდომარის არჩევის განმეორებით კენჭისყრაზე ჯუმბერ იზორიას კანდიდატურა ჩავარდა, კვორუმი არ შედგა და სხდომა გადაიდო. პირველ სხდომაზე კი შოთა წურწუმია ვერ აირჩიეს.

27-კაციან საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობა" და პარტია "საქართველოსთვის" 7-7 წევრით არის წარმოდგენილი, "ლელოს" ერთი დეპუტატი ჰყავს, 12 წევრი კი "ქართულ ოცნებას". 


ამავე თემაზე: 

ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომა ჩაიშალა

ჩხოროწყუს საკრებულოში ჯუმბერ იზორიას კანდიდატურა ჩავარდა

ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომა, რომელზეც თავმჯდომარე უნდა აირჩიონ "ლელოს" და ენმ-ის წევრებმა დატოვეს

ჩხოროწყუში საკრებულოს სხდომაზე პირველი კენჭისყრით თავმჯდომარე ვერ აირჩიეს

შოთა წურწუმია თუ ჯუმბერ იზორია - ჩხოროწყუს საკრებულო დღეს თავმჯდომარეს აირჩევს


Print