ახალი ამბები
ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ შოთა წურწუმია აირჩიეს
ჩხოროწყუს ახალი მოწვევის საკრებულომ თავმჯდომარედ ოპოზიციონერი წევრი აირჩია. შოთა წურწუმია პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელია. კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებდნენ "ქართული ოცნების" დეპუტატები. წურწუმიას კანდიდატურას 14 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 1 ხმა კი გაბათილდა.

წურწუმიას არჩევით ცხადი გახდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და გახარიას პარტია კანდიდატზე შეთანხმდენ.

ინფორმაციისთვის, 27-კაციან საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობა" და პარტია "საქართველოსთვის" 7-7 წევრით არის წარმოდგენილი, "ლელოს" ერთი დეპუტატი ჰყავს, 12 წევრი კი "ქართულ ოცნებას".


ამავე თემაზე: 

ჩხოროწყუს საკრებულოში შოთა წურწუმიას კანდიდატურას ისევ უყრიან კენჭს

ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომა ჩაიშალა

ჩხოროწყუს საკრებულოში ჯუმბერ იზორიას კანდიდატურა ჩავარდა

ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომა, რომელზეც თავმჯდომარე უნდა აირჩიონ "ლელოს" და ენმ-ის წევრებმა დატოვეს

ჩხოროწყუში საკრებულოს სხდომაზე პირველი კენჭისყრით თავმჯდომარე ვერ აირჩიეს

შოთა წურწუმია თუ ჯუმბერ იზორია - ჩხოროწყუს საკრებულო დღეს თავმჯდომარეს აირჩევს

Print