ახალი ამბები
შოთა წურწუმია: კოალიციას არც ერთ პარტიასთან არ ვქმნით
მჯერა, რომ შეთანხმებული ნაბიჯებით და პატივისცემით ჯანსაღი აზრისადმი, შევძლებთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ჩვენი მუნიციპალიტეტის და ქვეყნის საკეთილდღეოდ, - უთხრა ჟურნალისტებს ჩხოროწყუს საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ შოთა წურწუმიამ. მან კენჭისყრის პროცესში მონაწილე ოპოზიციონერ დეპუტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

"მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პარტია სულ რამდენიმე თვეა შეიქმნა. გაგვაჩნია ჩვენი პოლიტიკური გზა, იდეოლოგია, რომელსაც მთელი შემართებით ვემსახურებით. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", "ქართულ ოცნებას", "ლელოს" - მათ თავიანთი პოლიტიკური ხედვა გააჩნიათ, რომელსაც ჩვენ ადამიანურ დონეზე ძალიან დიდ პატივს ვცემთ. აქედან გამომდინარე, არავის აქვს იმის მიზეზი, ან უფლება წამოგვაძახოს, რომ შერწყმაში ვართ ერთმანეთთან", - თქვა მან. 

კითხვაზე, თუ ვინ გახდება მისი მოადგილეები, შოთა წურწუმიამ უპასუხა, რომ ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ დაუჭირა მას მხარი და ბალანსის დაცვას პროფესიონალიზმის მაქსიმალური გათვალისწინებით ეცდებიან. 


Print