ახალი ამბები
აბაშის საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახლად არჩეული თავმჯდომარე, ლევან მაკალათია თანამდებობიდან გადადგა. ის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს სულ რამდენიმე კვირის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მაკალათია ამბობს, რომ ის „ქართული ოცნების“ რიგით ჯარისკაცად რჩება და თანაგუნდელებთან არანაირი უთანხმოება არ ქონია.

„აბაშაში ამოვწურე ჩემი თავი, მუშაობა. მივიღეთ 2022 წლის ბიუჯეტი, დავაკომპლექტეთ კომისიები... სანამ საკრებულოს თავმჯდომარე გავხდებოდი, 4 წელი ვიყავი მერი და შემდეგ, საარჩევნოდ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვინაიდან იყო რთული არჩევნები, „დავაკომპლექტეთ“ საკრებულო, ავირჩიეთ თანამდებობის პირები და კიდევ ერთხელ ვამბობ, ამის მერე დავტოვე საკრებულო“, - ამბობს ლევან მაკალათია.

ინფორმაციისთვის, კანონმდებლობის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, მის უფლება-მოვალებას თავჯდომარის პირველი მოადგილე შეასრულებს.


Print