ახალი ამბები
თბილისში, ენმ-ის ოფისთან მოშიმშილეებს ზუგდიდიდანაც შეუერთდნენ
თბილისში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან შიმშილობის დასაწყებად ზუგდიდიდან ათი ადამიანი გაემგზავრა. მათ შორის ენმ-ის წევრები, საკრებულოს დეპუტატები და მხარდამჭერები არიან.

ამ ეტაპზე მასობრივი შიმშილობის საპროტესტო აქციას უერთდებიან:

1. საშკა ხოჭოლავა (ენმ-ის წევრი);
2. ირაკლი სორდია (საკრებულოს წევრი);
3. გიორგი სორდია (საკრებულოს წევრი);
4.კახა ჩანგელია (საკრებულოს წევრი);
5. ლაშა ბეჭვაია (საკრებულოს წევრი);
6. მერაბ ბოჭოია (მოქალაქე);
7. ელდარ კეზუა (ენმ-ის წევრი);
8. მირანდა ესებუა (საკრებულოს წევრი);
9. ვიკა ბაძაღუა (მოქალაქე);
10. გია მამფორია (საკრებულოს წევრი).

მათი თქმით, მთავარი მოთხოვნა მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებაა და ამ მიზნის მისაღწევად უერთდებიან საყოველთაო შიმშილობას.
Print