ახალი ამბები
სოხუმმა რუსული "სპუტნიკ ლაითის" 1500 დოზა მიიღო
სოხუმმა კოვიდ საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის "სპუტნიკ ლაითის" მორიგი, 1500 დოზა მიიღო. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყება მოქალაქეებს რევაქცინაციის გავლისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ იმუნიზაციის პუნქტები ხვალიდან მიიღებენ აცრის მსურველებს.

23 ნოემბრის მონაცემებით აფხაზეთში 14 378 ადამიანია ვაქცინირებული. 

რუსული ვაქცინის "სპუტნიკ V - ის" მორიგი პარტია, 6 ათასი დოზა, სოხუმში 16 ნოემბერს ჩაიტანეს. "ჯანდაცვის სამინისტროს" თანახმად, ვაქცინების მიწოდებაზე რუსეთთან მოლაპარაკებებს აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია პირადად ხელმძღვანელობდა. ამავე ცნობით, მხარეებმა "სპუტნიკ V -ის" 30 ათასი დოზის შესყიდვაზე მიაღწიეს შეთანხმებას.

"სპუტნიკ V-ის" პირველი პარტია, 6 000 დოზა, აფხაზეთში აპრილის ბოლოს მიიღეს. "სპუტნიკ ლაითის" 5 000 დოზა კი - აგვისტოში.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 37 690 შემთხვევა დაადასტურა, გარდაიცვალა 555, გამოჯანმრთელდა - 30 067 ადამიანი.




Print