ახალი ამბები
სვანებმა ხატზე დაიფიცეს, რომ მაინერებს გამორთავენ
სვანეთში, მაინერების მოხმარების გამო შექმნილ ენერგოკრიზისთან დაკავშირებით, ადგილობრივი მოსახლეობა წმინდა გიორგის ტაძარში შეიკრიბა. მათ ხატზე დაიფიცეს, რომ კრიპტოვალუტის წარმოებას შეწყვეტენ. მათი თქმით, ისინი იძულებულები გახდნენ ამ რიტუალისთვის მიემართათ, რადგან 6 წელია ეს პრობლემა აწუხებთ.

"შესრულდა ეს რიტუალი, ხატზე დაფიცების, რომელიც მოიცავდა ერთადერთ პუნქტს - მოსახლეობას გაეთიშა მაინერები. დაიფიცა სრულიად მესტიის მოსახლეობამ. ყველაზე ცუდი ფაქტი, რაც ამ შემთხვევაში გვაქვს, არის ის, რომ ამ ზომას მივმართეთ, სხვა ალტერნატიული გამოსავალი არ დაგვიტოვეს", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ინფორმაციისთვის, სვანეთში ენერგოდეფიციტის გამო მიმდინარე თვეში გრაფიკიც კი დაწესდა. ენერგო-პრო ჯორჯიაში ამბობენ, რომ ამ რეგიონში მოხმარებული ელექტროენერგია გონივრულ ხარჯს 20-ჯერ აღემატება. სვანეთში ასეულობით მაინერია ამოღებული.

მესტიის მოსახლეობა დენის გადასახადს არ იხდის.


ამავე თემაზე: 

გამოვრთოთ მაინერები ​- მესტიის მერია ელექტროენერგიის გრაფიკს აქვეყნებს

სვანეთს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა

Print