ახალი ამბები
ძლიერი ქარი, წვიმა და ზვავსაშიშროება - გარემოს სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-4 იანვარს საქართველოში ნალექი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

მთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქია ნავარაუდევი. ზღვაზე კი სინოპტიკოსები 3-4 ბალიან შტორმს პროგნოზირებენ.

სააგენტო მოსახლეობას საავტომობილო გზებზე ლიპყინულის, ხოლო მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროების შესახებ აფრთხილებს.

გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლოა შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
Print