ახალი ამბები
მიტროპოლიტ სტეფანეს მდგომარეობა ექვემდებარება მკურნალობას - ჭყონდიდის ეპარქია
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის ინფორმაციით, მიტროპოლიტი სტეფანე თავს კარგად გრძნობს და მისი მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უამრავი ზარი თუ შეტყობინება შემოდის - ინტერესდებიან მეუფის მდგომარეობით და უსურვებენ მალე გამოჯანმრთელებას. სამწუხაროდ, მათი სიმრავლის გამო ვერ ვახერხებთ ყველასთვის პასუხის გაცემას, რის გამოც დიდ ბოდიშს ვიხდით. მეუფე თავს კარგად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექვემდებარება მკურნალობას და ვიმედოვნებთ, სულ მალე დაუბრუნდება მსახურებას“, - წერს ეპარქია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ინფორმაციისთვის, მიტროპოლიტი სტეფანე გუშინ, 2 იანვარს შეუძლოდ გახდა და მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
Print