ახალი ამბები
სოხუმში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სოხუმში ერთსართულიან კერძო სახლს ცეცხლი გაუჩნდა, ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შემთხვევა 2 იანვარს მოხდა, მეხანძრეების ადგილზე მისვლამდე ცეცხლი იმ ოთახს მოედო მთლიანად, სადაც სახლის მეპატრონე, შშმ პირი იმყოფებოდა. მაშველებს ის გარდაცვლილი დახვდა.


Print