ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით კიდევ 164 პირი დაინფიცირდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 436 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 805 პირი, ხოლო 32 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 041 პირი ემსხვერპლა.

ახალი შემთხვევებიდან, თბილისში 1 676 დაფიქსირდა, აჭარა - 360, იმერეთი - 407, ქვემო ქართლი - 190, შიდა ქართლი - 205, გურია - 123, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 164, კახეთი -185, მცხეთა-მთიანეთი -67, სამცხე-ჯავახეთი - 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 24 834, საიდანაც 4 353 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 264 პირი. თვითიზოლაციის პერიოდს კი 25 832 ადამიანი გადის.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 945 609-ს.

Print