ახალი ამბები
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 18 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-სარგებლობის 18 ფაქტი გამოავლინეს.

ამავე ინფორმაციით, მარტვილის, წალენჯიხის, სენაკის, ხობის, ჩხოროწყუს, აბაშისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს და განახორციელეს 63მ³-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქნის ტრანსპორტირება.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნა შესაბამის რაიონულ სასამართლოებში.


Print