ახალი ამბები
გალში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
გალის რაიონის მილიციის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია აღკვეთეს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს - პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია თემურ ზუხბა, რომელსაც ჩხრეკისას 6 შეკვრა "მეტადონი" აღმოაჩნდა. ამ უკანასკნელის ცნობით, ნარკოტიკების პარტია, რომლის საერთო წონა 8 გრამს აღემატება, თავდაპირველად გალის მცხოვრებმა მურმან ლემონჯავამ შეიძინა შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

უწყების პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ ლემონჯავა კრიმინალურ წრეებში ცნობილია, როგორც "კანონიერი ქურდი - მურმან გალსკი".

უწყების თანახმად, ლემონჯავამ ზუხბას 4 გრამი ნარკოტიკული საშუალება 150 ათას რუბლად გადასცა გასაყიდად, დანარჩენი კი სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს.

გალის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით - ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
Print