ახალი ამბები
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა რუხის კლინიკის პაციენტებსა და ექიმებს შობა მიულოცა
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, სამღვდელოებასთან ერთად რუხის კოვიდ კლინიკაში პაციენტები მოინახულა და მათ შობა მიულოცა. ინფორმაციას ეპარქია ავრცელებს. 

მიტროპოლიტმა კოვიდინფიცირებულები და სამედიცინო პერსონალი დალოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

სამღვდელოება კოვიდკლინიკაში სპეციალური სამედიცინო ეკიპირებით იმყოფებოდა.
Print