რეგიონი
თეთნულდი ფრირაიდის მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო შეჯიბრს უმასპინძლებს
კურორტ ჰაწვალი-თეთნულდის ადმინისტრაციის ცნობით, 8-12 თებერვალს, პირველად საქართველოს ისტორიაში, სვანეთი ფრირაიდის (თავისუფალი სრიალი) მსოფლიო ტურის უმაღლესი დონის საკვალიფიკაციო შეჯიბრს უმასპინძლებს.

ლოკაციად შეირჩა მესტიის მუნიციპალიტეტი, თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტი და მისი მიმდებარე სამთო არეალი.

ამავე ინფორმაციით,  ღონისძიება მოიცავს ორ შეჯიბრს: მცირე - 2 და დიდ - 4 ვარსკვლავიან ფრირაიდ შეჯიბრებს. მცირე შეჯიბრი უზრუნველყოფს ადგილობრივი და დამწყები სპორტსმენების ჩართულობას, ხოლო 4 ვარსკვლავიანი შეჯიბრი - მაღალი რეიტინგის უცხოელი სპორტსმენების მონაწილეობასა და საერთაშორისო გაშუქებას.

შეჯიბრში მონაწილეობისთვის რეგისტრაციის ბოლო ვადაა 13 იანვარი.

Print