ახალი ამბები
მაშველებმა სოხუმის რაიონში გაუჩინარებული მონადირის ცხედარი იპოვეს
სოხუმის რაიონის სოფელ აკაპას (ოდიშის) მიდამოებში მაშველებმა გაუჩინარებული მონადირის ცხედარი იპოვეს, ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგნგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური იუწყება. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი კლდიდან გადაიჩეხა.

საგანგებოს თანამშრომლები მონადირეს 9 იანვრის საღამოდან ეძებდნენ, მათ დაკარგულის ნათესავებიც შეუერთდნენ. სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.



Print