ახალი ამბები
სენაკის საკრებულოს სხდომა გადაიდო
სენაკის საკრებულოში კვორუმი ვერ შედგა, რის გამოც სხდომა კიდევ ერთხელ გადაიდო. მას არ ესწრებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 3 წევრი, "გახარია-საქართველოსთვის" 2 დეპუტატი და "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლები. 

სენაკის საკრებულოში თავმჯდომარე ამ დრომდე ვერ აირჩიეს. წარმომადგენლობით ორგანოში სულ 33 წევრია, მათ შორის "ქართული ოცნებიდან" 16 დეპუტატი, 13 ნაციონალური მოძრაობიდან, ხოლო 4-ს კი პარტია "საქართველოსთვის" მანდატი აქვს.
Print