ახალი ამბები
წალენჯიხაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წალენჯიხაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 14 ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, უწყების ინფორმაციით, ჯვარში გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე ჯამში 190მ³ პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი, 2 მ³​ ძელაკი, 3 მ³​ ნაგვერდული, 20 მ³ საშეშე მერქანი და 12 ერთეული მრგვალი მორი იყო განთავსებული. 

მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაიგზავნა.
Print