ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 219 პირს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 596 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 946 პირი, ხოლო 47 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი შემთხვევებიდან, თბილისში 3 180 დაფიქსირდა, აჭარა - 638, იმერეთი - 563, ქვემო ქართლი - 173, შიდა ქართლი - 270, გურია - 135, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 219, კახეთი -184, მცხეთა-მთიანეთი -102, სამცხე-ჯავახეთი - 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 40 205, საიდანაც 4 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 973 909-ს.

Print