ახალი ამბები
ზუგდიდის სოფლებში თოვლის გამო ავტობუსების მოძრაობა შეიზღუდა
უხვი ნალექის გამო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. მერიაში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და მოძრაობა უახლოეს საათებში აღდგება. 

ამავე ცნობით, ქალაქის ტერიტორიაზე ავტობუსები ჩვეული გრაფიკით აგრძელებენ მუშაობას.
Print