ახალი ამბები
ზუგდიდში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეულის საავტომობილო გზაზე გადაადგილების პრობლემა შექმნა. მერიის ინფორმაციით, დილიდან აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები და იყრება ტექნიკური მარილი.

ამავე ცნობით, ამ დროისთვის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია და ამჟამად სამუშაოები შიდა საუბნო გზებზე მიმდინარეობს.

„20-მდე ადმინისტრაციულ ერთეულს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ელექტროენერგიის აღსადგენად ,,ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. სოფლებში დენის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება“, - ამბობს მერი მამუკა წოწერია, რომელიც მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე ეცნობა.



ინფორმაციისთვის, უხვი ნალექის გამო შეიზღუდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.


Print