ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო დღე - ღამის განმავლობაში აფხაზეთში 293 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 72 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ამავე ცნობით, ბოლო სამი დღის განმავლობაში გუდაუთის კლინიკაში 3 პაციენტი გარდაიცვალა. აფხაზეთის კოვიდ კლინიკებში ამ ეტაპზე 166 პაციენტი მკურნალობს, მათგან 59 მძიმე მდგომარეობაშია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში Covid 19 სულ 38840 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 33027, გარდაიცვალა - 572 პირი.


Print