ახალი ამბები
სენაკში საკრებულოს სხდომა ისევ გადაიდო
სენაკში საკრებულოს სხდომა ქვორუმის არარსებობა გახდა. დღეს 33 დეპუტატიდან სხდომას მხოლოდ 15 დაესწრო.

სხდომას არ დაესწრო "ქართული ოცნების" არცერთი წარმომადგენელი. მათ საკრებულოს აპარატს მიმართეს განცხადებით, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ რამდენიმე მათგანი კორონავირუსით დაინფიცირდა და სწორედ აქედან გამომდინარე გადაწყვიტეს, რომ არ დასწრებოდნენ სხდომას.

ოპოზიციაში ამ ფაქტს საბოტაჟს უწოდებენ და ამბობენ, "ქართულ ოცნებას" ოპოზიციონერი დეპუტატების გადაბირება სურს და სწორედ ამ მიზნით ცდილობს, რომ მუდმივად გადაიდოს საკრებულოს სხდომები.

სენაკის საკრებულოს მომდევნო სხდომა ერთ კვირაში ჩაინიშნა.  

ცნობისთვის, წარმომადგენლობით ორგანოში სულ 33 წევრია, მათ შორის "ქართული ოცნებიდან" 16 დეპუტატი, 13 ნაციონალური მოძრაობიდან, ხოლო 4-ს კი პარტია "საქართველოსთვის" მანდატი აქვს.






Print