რეგიონი
უბედური შემთხვევა წალენჯიხაში - გარდაცვლილია შუახნის ქალი
წალენჯიხაში შუახნის ქალი შვილის მიერ ტირის თოფიდან შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მათ საცხოვრებელ სახლში მოხდა. ამავე ცნობით, ექიმებმა ქალის სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს.

შემთხვევის ადგილზე შსს უკვე მუშაობს.
Print