რეგიონი
წალენჯიხაში, სავარაუდოდ, უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულ ქალს ჭრილობა ხორხის არეში აქვს
წალენჯიხის საავადმყოფოს ექიმების განმარტებით, ქალი, რომელიც ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა, კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს. მათივე ცნობით, პაციენტს მცირე ზომის ჭრილობა ხორხის არეში აღენიშნებოდა.

"შემოყვანისთანავე გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე, მიუხედავად დროულად ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - ამბობენ საავადმყოფოში.

ინფორმაციისთვის, ქალაქ წალენჯიხაში, სავარაუდოდ, ტირის თოფიდან შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ 53 ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.
Print