რეგიონი
წალენჯიხაში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა
წალენჯიხაში დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბი მუშაობს. მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება, შეფერხებით მუშაობს სატელეფონო კომუნიკაცია და ინტერნეტი.

ამავე ცნობით, მიმდინარეობს თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა და დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენა.

საგანგებო შტაბს მერი გია ხარჩილავა დისტანციურად ხელმძღვანელობს, რადგან ის კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაშია.

Print