ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამეგრელოს კლინიკებში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. ისინი სენაკის მკვიდრები იყვნენ. ერთი მათგანი 80 წლამდე ქალი სენაკის "სენა-მედში" მკურნალობდა, 70 წლის წლის მამაკაცი კი რუხის საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

ამავე ცნობით, დღის განმავლობაში 167 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 211 მოქალაქე დაინფიცირდა.

ამ დროისთვის რეგიონის კოვიდკლინიკებში 280-მდე პირი გადის მკურნალობის კურსს.



Print