ახალი ამბები
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი გახდა
წალენჯიხის საკრებულოს პარტია "გახარია-საქართველოსთვის" წევრი უხელმძღვანელებს. კორნელი სალია თავმჯდომარედ მეხუთე მცდელობაზე აირჩიეს. მან 14 ხმა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ სალიას კანდიდატურას ყველა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 1 ბიულეტენს ხელმოწერა აკლდა და ის ხმის დამთვლელმა კომისიამ ბათილად ჩათვალა.

შესვენების შემდეგ სხდომას პროტესტის ნიშნად არ შეუერთდნენ  "ქართული ოცნების" დეპუტატები.

ინფორმაციისთვის, წალენჯიხის წარმომადგენლობით ორგანოში 1 დამოუკიდებელი დეპუტატია, ენმ-ის და "ქართული ოცნებას" 11-11 წევრი ჰყავს, "ლელოს" 1, ხოლო პარტია "საქართველოსთვის" 3 დეპუტატით არის წარმოდგენილი.


ამავე თემაზე: 

დღეს წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას მეხუთედ შეეცდებიან
Print