ახალი ამბები
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი 1-ლი თებერვლიდან გახდება
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პარკში შესვლა 1-ლი თებერვლიდან ფასიანი გახდება. ამავე ცნობით, იმოქმედებს შემდეგი ტარიფები:

საქართველოს მოქალაქე - 2 ლარი;

უცხო ქვეყნის მოქალაქე - 5 ლარი;

საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები - 1 ლარი;

სკოლის მოსწავლე 10 წელზე ზევით - 1 ლარი;

ერთთვიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე - 10 ლარი;

სამთვიანი ამონემენტი 1 ვიზიტორზე - 25 ლარი;

ექვსთვიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე - 40 ლარი;

ერთწლიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე-70 ლარი;

ერთთვიანი საოჯახო " მეგობარათი" აბონემენტი (არაუმეტეს 5 ადამიანი) - 20 ლარი;

სამთვიანი საოჯახო აბონემენტი "მეგობარათი" (არაუმეტეს 5 ადამიანი) - 35 ლარი;

პიკნიკი 1 ვიზიტორზე ( საქართველოს მოქალაქე) - 10 ლარი;

კემპინგი 1 ვიზიტორზე (უცხო ქვეყნის მოქალაქე) - 15 ლარი;

ფოტოსესია - 50 ლარი.


ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის უფასოდ დათვალიერების უფლებით ისარგებლებენ:

ომის მონაწილეები;

პენსიონრები;

საპატიო ზუგდიდელები;

ობოლი, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები;

საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;

ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100-000-ს.

ინფორმაციისთვის, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ბოტანიკურ ბაღში, სადაც შესვლა უფასოა, 2020 წელს 6 მოლარე-კონსულტანტი იყო დასაქმებული, რომელთა ხელფასებზე 50 ათასი ლარი დაიხარჯა.

თავის მხრივ, ბაღის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ზვიად ქარჩავას განმარტებით, იმ მოლარე-ოპერატორებს, რომლებიც მოვალეობების გარეშე დარჩნენ, სხვა ფუნქციები დაეკისრათ. მისივე თქმით, აღნიშნული პირები,პანდემიის დროს დაწესებული რეგულაციების დაცვაში ეხმარებოდნენ.
Print