რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კოვიდით 350-ზე მეტი პირი დაინფიცირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 9 696 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან, სამეგრელო-ზემო სვანეთში 362 დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 408 პირი, ხოლო 28 პაციენტი გრდაიცვალა.

ახალი შემთხვევებიდან თბილისში 5 646 გამოვლინდა, აჭარა - 1 136, იმერეთი - 1 074, ქვემო ქართლი - 386, შიდა ქართლი - 311, გურია - 182, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 362, კახეთი -287, მცხეთა-მთიანეთი - 140, სამცხე-ჯავახეთი - 160, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 74 683, საიდანაც 4 557 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 281 პირი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 051 445.
Print