რეგიონი
აფხაზეთში კორონავირუსი 166 ადამიანს დაუდასტურდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 364 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 166 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აფხაზეთში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში 160 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მძიმე მდგომარეობაშია 46 პაციენტი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 39 747 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 34 803, გარდაიცვალა -585 ადამიანი.

Print