ახალი ამბები
50 წელს გადაცილებული პირები, რომლებიც „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებენ, 100 ლარს მიიღებენ
50 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებიც „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებენ მთავრობის გადაწყვეტილებით, 100 ლარი დაერიცხებათ. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ისაუბრა.

„გადაწყდა, რომ 50 წელს გადაცილებული პირების აცრის წახალისებისთვის პროგრამა 1 თვით გახანგრძლივდება. გარდა ამისა, 50 წელს ზემოთ ვინც „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებს, მათაც წახალისებას გავუკეთებთ, ოღონდ 100 ლარის ოდენობით“, - განაცხადა ღიბრაძემ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ლიბრაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ვაქცინაცის დროს მოქალაქეებმა თავიანთი პირადი მონაცემები, მათ შორის ტელეფონის ნომრები, სწორად მიუთითონ, რათა მათთან დაკავშირება მოხერხდეს.

Print