ახალი ამბები
ზუგდიდელი პოლიციელი, რომელმაც ქალს სცემა, დააკავეს
სამართალდამცავი, რომელმაც გუშინ ზუგდიდში ქალს სცემა, დღეს გამთენიისას დააკავეს. "ათინათის" ინფორმაციით, ის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელია. ჯერჯერობით უცნობია, მოხდა თუ არა დაზარალებულის გამოკითხვა. 

პროკურატურამ მედიაში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ქალზე ძალადობის ფაქტია ასახული, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. 

ინფორმაციისთვის, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც პოლიციის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი ქალს ქუჩაში სცემს. კადრები ზუგდიდის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის მიმდებარედ არის გადაღებული.

ამავე თემაზე: 

ზუგდიდში პოლიციელის მიერ ქალის ცემის ფაქტს გენინსპექცია სწავლობს
Print