ახალი ამბები
გაგრაში სკოლები და ბაღები 1 თებერვლამდე დაიხურა
კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო გაგრის სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. ასევე დაიხურა საბავშვო ბაღები. შესაბამის განკარგულებას 25 იანვარს გაგრის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იური ხაგუშმა მოაწერა ხელი.
ამავე დოკუმენტის თანახმად, შეზღუდვები 1 თებერვლამდე იმოქმედებს, წერს "აფსნიპრესი"

აფხაზეთში 956 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 477 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ადგილობრივი ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ბოლო დღე - ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში Covid 19 - ით ინფიცირების 40875 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 35413, გარდაიცვალა 588 ადამიანი.



Print