ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 766 პირს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 17 484 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 699 პირი, ხოლო 27 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი შემთხვევბიდან, თბილისში 8 989 დაფიქსირდა, აჭარა - 2 255, იმერეთი - 2 222, ქვემო ქართლი - 812, შიდა ქართლი - 805, გურია - 314, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 766, კახეთი -656, მცხეთა-მთიანეთი - 320, სამცხე-ჯავახეთი - 298, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 47.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 113 771, საიდანაც 4 714 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 274 პირი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 110 168.

Print